კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა ჩვენს საიტზე

“კომპანია ბლექ სი გრუპი” დაარსდა 2005 წლის 25 აპრილს. მის მიერ 2005-2010 წლებში, თბილისის მერიის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მსოფლიო ბანკის, მუნიციპალური ფონდის, კუვეიტის საგზაო მშენებლობის ფონდისა და აშშ მთავრობის მიერ დაფინანსებული. ფონდ ”მილენიუმის გამოწვევის” დაფინანსებით “კომპანია ბლექ სი გრუპ”-მა 307 მლნ ლარის სამუშაოები შეასრულა, როგორც დედაქალაქში ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. კომპანიამ დროის მცირე მონაკვეთში შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და შესრულების ვადების მიხედვით საკმაოდ სერიოზული ავტორიტეტი და სახელი მოიპოვა..


სიახლეები

2011 წლის 10 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით მეგზევის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა,სადაც მოწვეული იყვნენ საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო საგზაო კომპანიები.

დაჯილდოვების ცერემონიალზე „კომპანია ბლექ სი გრუპმა“ კიდევ ერთხელ მოიპოვა წლის საუკეთესო საგზაო-სამშენებლო კომპანიის სტატუსი და დაჯილდოვდა საპატიო სიგელით.

[2011-12-12]     ვრცლად >>>>

მიმდინარე წლის 28 – 30 ოქტომბერს კომპანია „ ბლექ სი გრუპმა“ მონაწილეობა მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის,ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ბათუმის საერთაშორისო სამშენებლო და დიზაინის გამოფენაში...

[2011-10-28]     ვრცლად >>>>

თბილისის მერიისა და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით 2011 წლის აგვისტოში, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპმა“დაიწყო გუდაურში მშენებარე ტურისტულ სოფელთან მისასვლელი ახალი 1500 მეტრიანი საავტომობილო გზის მშნებლობა....

[2011-08-01]     ვრცლად >>>>

2011 წლის აგვისტოში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით შპს „კომპანია ბლექ სი გრუპმა“ დაიწყო ქობულეთში დ.აღმაშენებლის ქუჩის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაცო სამუშაოები ითვალისწინებს სანიაღვრე სისტემების აღდგენა/მოწყობას....

[2011-08-01]     ვრცლად >>>>

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, 2011 წლის ივნისის თვეში შპს „კომპანია ბლექ სი გრუპ“-ის მიერ ჩატარდა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის, რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე ( კმ.143+350, კმ.143+640, კმ.143+780, კმ.144+000, კმ.144 +232 და კმ.144+800) სტიქიის შედეგად დაზიანებულ ადგილებზე აღდგენითი სამუშაოები...

[2011-06-01]     ვრცლად >>>>

2011 წლის აპრილში, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპ"-თან არსებულმა კომპანია „ბლექ სი არტ"-მა გამოსცა ცნობილი ქართველი მხატვრების, ხიტა (გურამ) ქუთათელაძის, დიმიტრი ერისთავის, დილბო - ალბერტ დილბარიანისა და ლევან ხარანაულის ნამუშევართა ალბომები.
ამავე წლის 15, 18 და 20 მაისს გაიმართა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

 

[2011-04-30]     ვრცლად >>>>

2011 წლის, 16 აპრილს შპს „კომპანია ბლექ სი გრუპ"-მა საქართველოს სამშენებლო ბაზარზე ახალი ტექნოლოგიის დანერგვის მიზნით ჩაატარა პრაქტიკული სემინარი თურქული კომპანიების "Vesbo" და "Istanbul Teknik" მონაწილეობით

[2011-04-16]     ვრცლად >>>>

2010 წლის 20 ნოემბერს კომპანია "ბლექ სი გრუპმა" წარმატებით დაასრულა სოფელ ლილოში ახალი, სუპერთანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბაჟო ტერმინალის ტერიტორიის კეთილმოწყობა

[2010-11-20]     ვრცლად >>>>

2010 წლის 15 ნოემბერს კომპანია "ბლექ სი გრუპმა" წარმატებით და უმოკლეს ვადაში დაასრულა "მილემიუმის გამოწვევის ფონდის" მიერ დაფინანსებული საავტომობილო გზის სამუშაოები სამხრეთ საქართველოში. ამ პროექტში განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიექცა გარემოს დაცვის საკითხებს

[2010-11-15]     ვრცლად >>>>

2009 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კომპანია "ბლექ სი გრუპმა" შეასრულა სამუშაო კუვეიტის საგზაო ფონდის მიერ დაფინანსებულ ტენდერზე, თბილისში ანაპის 414-ე დივიზიის სახელობის ქუჩის (6,727 მლნ ლარის მოცულობის სამუშაოები) და ბახტრიონის ქუჩის (2,9 მლნ ლარის მოცულობის) გზის საფარის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

[2009-10-30]     ვრცლად >>>>
 

 

 

 
 

Created By Intellcom Group