დღეს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „კომპანია ბლექ სი გრუპმა“სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტების და ავიაციის უსაფრთხოების უმაღლესი ნორმების დაცვით შესრულდება. პროექტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, TAV-ის პრეზიდენტ სანი შენერთან, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან და „კომპანია ბლექ სი გრუპის“ მენეჯმენტთან ერთად ადგილზე გაეცნო. პროექტი 2016 წლის ივნისში დასრულდება. ამ ეტაპზე უკვე დაწყებულია ძველი ამორტიზირებული ასფალტის მოფრეზვა.























|